ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.3302 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0108 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5823 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0152 ლარი შეადგინა.