ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან, მდინარე ჩელთის ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალის ცხედარი იპოვა.
როგორც სოფელ შილდის რწმუნებული, ლევან ხუციშვილი 2030.news-სთან აცხადებს, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.
“ცხედარი ისეა დაზიანებული, რომ შესაძლებელია, ქალი ნადირისგან იყოს შეჭმული. გვამის ნაწილებთან ერთად, ტანსაცმლის სისხლიანი ფრაგმენტებია ნაპოვნი. ჩვენთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. დანარჩენს სამართალდამცველები დაადგენენ”.- აღნიშნა ლევან ხუციშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.