აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ პირადი სერვერის გამოყენების საკითხზე გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა გააკეთა.
“მე შევხვდი FBI-ის დირექტორს ჯეიმს კომის, ასევე პროკურორებსა და აგენტებს, მათ ვინც გამოძიებას აწარმოებდა ჰილარი კლინტონის პერსონალური ელ-ფოსტის შესახებ. მივიღე მათი რეკომენდაცია, რომ ერთწლიანი გამოძება უნდა დაიხუროს”.- განაცხადა ლინჩმა.
შეგახსენებთ, კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე პირადი და საქმიანი მიმოწერისთვის რამდენიმე სერვერს და მობილურ ტელეფონს იყენებდა. მოკვლევის დროს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 30 000 ელექტორნული წერილი წაიკითხა.