ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სტამბულის აეროპორტში ჩუმად ჩემი სახელი გავიგონე. მიხედვაზე დავინახე ჩემი მეგობარი, რომელიც საპირფარეშოდან გამოვიდა და ხელით პატარა (ალბათ 3 წლამდე ასაკის), დაბნეული, მრგვალთვალებიანი ბიჭი მოყავდა. სასოწარკვეთილ გამომეტყველებაზე შევატყვე, რომ ბავშვი საპირფარეშოში მარტო “იპოვა” და ახლა მე “შველას” მთხოვდა. შემზარავი აღმოჩენა გავაკეთე, რომ ვიდრე იმაზე შევწუხდებოდი, ხომ არ დაეკარგა პატარა პატრონს, პირველი აზრი რაც მომივიდა იყო ბავშვს ბომბი ხომ არ ქონდა შემოხვეული. ჩემს თვალებში შიშ ამოკითხულმა მეგობარმა ჩუმად მანიშნა მაისური უკვე შევუმოწმეო:( არ ვიცი ეს ისტორია კარგს რას ამბობს ჩვენზე. სინდისს იმით ვიმშვიდებ, რომ ბავშვის მშობლები ვიპოვეთ და უსაფრთხოდ დავაბინავეთ. თუმცა ახლა ის მაფიქრებს, რომ ზრდასრულებს უსაფრთხოების განცდა შეიძლება აღარც დაგვიბრუნდეს”-წერს კალანდაძე.