ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.

საკითხის განხილვა ორივე კომიტეტზე უკვე გაიმართა და წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

იტვირთბა....