თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ, 7 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, გლდანის, ვაკის, დიდუბის, ისნის, საბურთალოს, სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის, ტყავის, აფხაზის, ღვინის, ხანძთელის, საიათნოვას, თონეთის, აბოვიანის, ბერიძის, აბო თბილელის და აბესაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გობრონიძის, შენგელიას, ჭედიას, შუშის, წყალსადენის, სარაჯიშვილის, მონასტრის, ტაძრის, კუპატაძის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 09 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, საინგილოს, გუმბრის, ახალუბნის, კაიშაურის, კვალეთის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, ბახტრიონის, ბენდელიანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების, ჯავახეთის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.