საზოგადოება

არასამთავრობოს ლიდერი მაგდა პაპიძის საქმეზე: “მეზიზღებით, საზოგადოების დაუცხრომელი სურვილი ხელები შეაწმინდოს ქალს”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრი ნათია ღვინიაშვილი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოში ყველაზე გარეწარ დამნაშავესაც მეტი ღირსებით ასამართლებენ. ღვინიაშვილის განმარტებით, პაპიძეს ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, როდესაც საზოგადოებამ “გადაუარ-გადმოუარა”, აღნიშნულის მიზეზი კი პაპიძის სქესი გახდა.

“მაგდა პაპიძეს დღეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. შეიძლება მოკლა ქმარ-შვილი, შეიძლება არა, გამოძიებაზე ვერაფერს ვიტყვი, საიდან მეცოდინება … მაგრამ. ყველაზე დიდი მაგრამ აქ არის ის, რომ საქართველოში ყველაზე უგულო, უნამუსო, სადისტ გარეწრებსაც კი მეტი ღირსებით ასამართლებენ ვიდრე მაგდა პაპიძე გაასამართლეს. ეს ქალი მიწასთან გაასწორეს და გადაუარ-გადმოუარეს … შვილის ფაქტორი აქ არაფერ შუაშია, ესაა უბრალოდ საზოგადოების დაუცხრომელი სურვილი ხელები შეაწმინდოს ქალს, ყოველთვის და ყველაფერზე. ხოდა მეზიზღებით.” – წერს სოციალურ ქსელში ნათია ღვინიაშვილი.

იტვირთბა....