საზოგადოება სამართალი

„შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ“: რატომ არ მოსწონს ნიკა გვარამიას მაგდა პაპიძის ვერდიქტი

 

უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად, – ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმეს:

„ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:

1- თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა

2- უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად (“აბა შვილს რომ დედა მოკლავს” სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი.”-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმრისა და 5 წლის შვილის განზარხ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....