ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქუჩაში მიმავალ 7-წლამდე ასაკის ბავშვს, ავტომანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....