სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიათა მიერ ივნისში მიღებული შეწირულობების სიას აქვეყნებს. ყველაზე მეტი შეწირულობა – 1 028 420 ლარი ივნისში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ” მიიღო, პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის” – 741 942 და და „პატრიოტთა ალიანსმა” – 174 930 ლარი.
15-მა პარტიამ ივნისში ჯამში 2 204 085 ლარი მიიღო.