ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იურისტთა საერთაშორისო სახლი პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს

ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემერ მინისტრო, იურისტთა საერთაშორისო სახლი ანხორციელებს 85 საქართველოს მოქალაქის კანონიერი ინტერესების დაცვას, მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენო ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები სწავლობდნენ საზღვარგარეთ რომლებიც ჩაირიცხნენ 2015 წლის ოქტომბერში დაუსწრებელ სასწავლო ფორმაზე.
2015 წლის ოტომბრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით რა პერიოდიც მოსთხოვა მათ მიმღება უნივერსიტეტმა ისინი ჩადიოდნენ და ესწრებოდნენ ლექციებს, სესიებს და გამოცდებს, რაც დასტურდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტით , ყველა მათგანმა დაუსწრებელი სწავლების ფორმით ,,PROGRES UNIVERSITI OF GYUMRI” დახურა ერთი სასწავლო სემესტრი და შესაბამისად მათმა მიიღეს სემესტრის დახურვის აკადემიური ანგარიში საკრედიტო სისტემით შესაბამისი 30 კრედიტი. ნახევარი სასწავლო სემესტრი დაღურვის შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ სწავლა გაეგრძელებიათ საქრთველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რადგან მათი ჩარიცხვის დროს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია შესაძლებელს ხდიდა უპრობლემოდ საერთაშორიოს მობილობის განხორციელების უფლებას, რაც მისთვის ცნობილი იყო ს.ა.ი.პ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ.
2016 წლის თებერვლის თვეში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის სრული დაცვით თითეულმა მათგანმა მიმართა ს.ა.ი.პ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ განცხადებით და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების შესაბამისად.
2016 წლის თებერვალში და მარტის თვეში ს.ა.ი.პ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ გაიცა შუალედური გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე და უცხოეთში მიღებული განათლების საბოლო აღიარება, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით გაიგზავნა განათლების და მეცნიერების სამინისტროში, აბიტურიენტებისათვის/სტუდენტებისათვის/ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე, რაზედაც განათლების მინისტრს უნდა მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მათი ჩარიცხვის ბრძანება საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რადგან უფლება ქონოდა და უზრუნველყოფილოყო მათი დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა.
2016 წლის 31 მაისს ჩვენი დაცვის ყვეშ მყოფ სტუდენტებს ჩაბარდათ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ირინე დარჩიას წერილი, აღნიშნულ წერილში ირინე დარჩია წერს რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლელებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბერს კანონით (ძალაში შევიდა 2015 წლის 10 დეკემბერს) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52 -ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილება, სტუდენტებს მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გავლის გარეშე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იყო პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა) რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წელი ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე ირინე დარჩია თავის წერილში აღნიშნავს რომ 2016 წლის 19 თებერვალს (ძალაში შევიდა 2016 წლის 7 მარტიდან) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლს მე-3 პუნქტს დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი რომლის მიხედვითაც სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ /ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე წერილში აღნიშნულია რომ 2016 წლის 17 მაის შევიდა ცვლილება ,,უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტროგამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენის და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებაში და მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ვადები. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა ზემოთ აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნის არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთ სემესტრის განმავლობაში), ირინე დარჩია წერს რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით მათ არ უდასტურდება ერთ -ერთი სემესტრის განმავლობაში უცხო ქვეყანაში ყოფნის 75 დღე და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდეს მათი განცხადება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.
მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენი მარწმუნებლები წავიდნენ და ჩაირიცხნენ ,,PROGRES UNIVERSITI OF GYUMRI” -ში სწავლების დაუსწრებელი ფორმით 2015 წლის ოქტომბერში მოქმედებდა აბსოლიტურათ სხვა კანონმდებლობა რაც მათ უპრობლემოთ აძლევადა საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლებას, მიუხედავათ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ აღიარებული კრედიტებისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უარი განუცხადათ ჩარიცხვაზე. მიზეზი როგორც მოგახსენეთ გახლავთ, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბერის ბრძანება № 224/ნ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში. ვინაიდან კანონს უკუქმედების ძალა არუნდა გააჩნდეს, მით უმეტეს, თუ იგი აუარესებს პირის მდგომარეობას, კანონში შესული ცვლილებები ჩვენს მარწმუნებელებზე არ უნდა გავრცელდეს, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არეგულირებს კანონი განსხვავებულად საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭებისა და საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების წესს, ვინაიდან ამ უკანასკნელს აზრიც ეკარგება, რადგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება პირდაპირ იყო და არის განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების გაცემის საფუძველი საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ, თუ სტუდენტი სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში რატომ გასცა განათლებს ხარისხის ცენტრმა აღიარების შეხებ გადაწყვეტილება, რადგანაც მოხდა საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარება ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ჩარიცხვაც უნდა მოხდეს ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, მობილობის ხელშეწყობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიგვაჩნია რომ ჩემს მიერ ნახსენები ნორმატიული აქტი სრულიად ალოგიკურად, უსამართლოდ და დისკრიმინაციულად ადგენს შეზღუდვას უცხოეთში განათლების მიღების შემდგომ საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული აქტით, სწავლის გაგრძელების უფლების მისანიჭებლად, სტუდენტს უნდა დაუდასტურდეს საზღვარგარეთ ყოფნის არანაკლებ 75 დღე თითოეულ სემესტრში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სასწავლო სემესტრი ძირითადად 15 კვირას გრძელდება, (15 * კვირაში 5 დღეზე = 75 დღეს) თუმცა საქართველოში მიღებული განათლების აღიარება არ არის დამოკიდებული იმაზე, გაატარებს თუ არა ერთი დღის გაცდენის გარეშეც სტუდენტი 75 დღეს უნივერსიტეტში – როგორც ჩვენთვის ცნობილია, არც ერთ ქართულ უნივერსიტეტში არ არის მოთხოვნილი 100 %-იანი ან თუნდაც სემესტრში 75 დღიანი დასწრება, რაც ამ სტუდენტებთან შედარებით მათ უსამართლო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. აქვე აღნიშნავ რომ ძირითადა საზღვარგარეთ დაუსწრებელ სწავლების ფორზე არის ოთხი სასწავლო კვირა (მხოლდ გათვალისწინებულია სამუშაო დღეები) ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია როდესაც სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტს მაქსიმუმ მოეთხოვება 20 დღის ყოფნა თუმცა სტუდენტს შეუძლია უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით უფრო მცირე დროში დახუროს დაუსწრებელ საწაველების ფორმაზე სასწავლო სემესტრი, რატომ უნდა იყოს იქ დანარჩენი 75 დღე, აღნიშნული ცვლილება მიგვაჩნია რომ ეწინააღმდგება ბოლონიის პროცეს და საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში თავისუფალ გასვლის და ქვეყნის ტერიტორიაზე უკან დაბრუნების უფლებას.
ნიშანდობლივია რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოთხოვნილია საზღვარგარეთ 75 დღის განმავლობაში ყოფნა და სულაც არ მოწმდება ამ დროის განმავლობაში სტუდენტი საერთოდ იყო თუ არა უნივერსიტეტში – ანუ განათლების აღიარება დამოკიდებულია მარტოოდენ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდზე, რაც სავსებით უსამართლოდ და ყველანაირ ლოგიკას მოკლებულად მიგვაჩნია. ამასთან სხვადასხვა ქვეყნებასა და უნივერსიტეტში არსებობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის სხვადასხვა ფორმა – ე.წ. ბლოკ სემინარებით სწავლება, დისტანციური სწავლება, დაუსწრებელი სწავლება და ა შ. თავად კრედიტების სისტემაც კრედიტის არა მარტოოდენ დასწრებით, არამედ სხვადასხვა კომპონენტებით დაგროვების საშუალებას იძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ განათლების აღიარებისა და ამ განათლების საქართველოში გამოყენების არსებული პროცედურა მოუწესრიგებელია და ბევრ არალოგიკურ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება ჩვენი მარწმუნებლის კანონიერ ინტერესებზე – ვინაიდან განათლების აღიარების მიზანი სწორედ მისი სამომავლოდ გამოყენება და რეალიზება უნდა იყოს, ასევე გაუგებარია და ბუნდოვანია 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის 17 მაისამდე დაჩქარებული წესით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რადგან დეკემბრის ცვლილებით განისაზღვრა ბოლო ერთი წლის ცხოვრების ვალდებულება უცხო ქვეყანაში, ხოლო თებერვლის ცვლილებით აღნიშნული ცვლილება 2 თვის ვადაში კანონიდან გაქრა და განათლების და მეცნიერების მინისტრს მიეცა უფლება განსაზღვროს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადები, რაც მიმაჩნია რომ სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას რადგან მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეს თუ იგი სწავლობს უცხო ქვეყანაში დაუსწრებელი ან დასწრებული სწავლების ფორმაზე და მას შეიძლება სურვილი გაუჩნდეს საკუთარ სამშობლოში სწავლის გაგრძელების ის ვალდებულია, უცხო ქვეყანაში იყოს იმის გამო რომ შეასრულოს მინისტრის მიერ განსაზღვრული 75 დღიანი ვადა, მიმაჩნია რომ აღნიშნული ცვლილება არის ადამიანის უფლების და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა და არაფერი არ აკავშირებს მას უმაღლეს განათლებასთან მიღებასთან და განვითარებასთან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როდესაც ჩვენმა მარწმუნებლებმა მიმართა ს.ა.ი.პ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“-ს იმ პერიოდში უკვე განხორციელებული იყო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში ცვლიება სადაც გაუქმებული იყო უცხო ქვეყანაში ბოლო 1 წლის ცხოვრების ვალდებულება, იმ დროს როდესაც საბოლო აღარება გაიცა ს.ა.ი.პ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ 2016 წლის მარტის თვეში არანაირი ცვლილება არ იყო განხორციელებული საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ -ში, ამრიგად მიმაჩნია რომ ჩვენი მარწმუნებლების კანონიერი ინტერესები ირღვევა , რადგანაც მათ არ უნდა შეხებოდა 2015 წლის დეკემბრიდან დაწყებული და 2016 წელის 17 მაისი დასრულებული სრულიად გაუაზრებელი და ალოგიკური ცვლილებები.
ბატონო პრეზიდენტო და ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც ჩვენთვის ცნობილა აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას დაახლოებით 5000 საქართველოს მოქალაქე რომელთა უფლებებიც ირღვევა რადგან მათ გააჩნდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა , რომ პირველი სასწავლო სემესტრის ან კურსის უცხოეთში სრულად დახურვით შემდგომ, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მათი საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის თაობაზე. მოგმართავთ თხოვნით დაინტერესდეთ აღნიშნული პრობლემით რადგან საკითხი ეხება საქართველოს მომავალ თაობას და განათლების სამინისტრომ მიიღოს დროული და ეფექტურად გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს მიეცეთ სწავლის უფლება და მიღებული ცოდნის რეალიზება.

პატივისცემით
იურისტთა საერთაშორისო სახლი
ზვიად ფოფხაძე

იტვირთბა....