გიგი წერეთელს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერის სახით და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან პროცესს „სამარცხვინო უწოდა“.
„კოლეგებმა „ქართული ოცნებიდან“ მიმითითეს, რომ არ იყავი სწორი, როდესაც ამ მოვლენებს ”სამარცხვინო” ვუწოდე. ვაღიარებ რომ არ ვიყავი სწორი – მართლაც შევცდი, რადგან რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები არის არა მარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება, ამიტომ არ მინდა იმაში ჩავერთო, რაც ხდება. დიახ, ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე “ნაცმოძრაობის” სახე გიგი წერეთელია წარდგენილი.