ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ოთარ ბერძენიშვილს დღემდე ვერ აგნებენ“: „ეს გოგოს გაკეთებული არაა, აქ მამაკაცის ხელი ურევია“

 

მას შემდეგ რაც შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს მისმა ოჯახის წევრებმა. ბრალდებულის დას, ლანა პაპიძეს დღევანდელი დღისგან დადებითი მოლოდინი აქვს.

”მოლოდინი დადებითი მაქვს. ჩვენი დახმარებით აირჩია ჩემმა დამ მსაჯულთა ინსტიტუტი, ამიტომ პროცესის დახურვას დადებითად ვუყურებ. აქამდეც უნდა დახურულიყო. საზოგადოების ინფორმირება ხდებოდა არასწორად.

ეჭვები ჩვენი მხრიდან დღემდე რჩება. რა აზრზეც ვიყავი, იმ აზრზე ვარ დღემდე. არ დავაკონკრეტებ. არ შევიცვლი ამ აზრს, სანამ საჯაროდ არ გამოჩნდება ეს ადამიანი.

არ შემიძლია არ შევეხო დედაჩემის აცილებას. ის მოწმის სახით უნდა დაეკითხა ბრალდების მხარეს. ეს სპეციალურად მოხდა, პროკურატურამ სპეციალურად ააცილა დედა, იმიტომ რომ დედას ჰქონდა სერიოზული სიტყვა გამზადებული საზოგადოებისთვის. ის ჩემი დის სერიოზული ძალა იყო.” – განაცხადა ლანა პაპიძემ.

მისი თქმით, ოთარ ბერძენიშვილს დღემდე ვერ აგნებენ.

კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამ ლიანა შამუგიამაც.

”ეს საქმე აქ არ დამთავრდება, პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი. მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ასე ვთქვათ, ყველა ნათლად დაინახავს მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს და მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება (ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი). თავიდანვე ვამბობდი იმას რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ.

სასამართლოში მოწმის სახით რომ დავეკითხე არ მომცეს საშუალება. ველოდებოდი, რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, მაგრამ ბოლო წუთს მომხსნეს. მითხრეს, რომ დაცვას უნდა დავეკითხე, ამიტომ დაცვამ ვერ შემიყვანა. გადაცემული ჰქონდა უკვე მოწმეების სიები. მე ვიყავი ჩემი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა.” – განაცხადა ლია შამუგიამ.

შეგახსენებთ, მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკევეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.

 

იტვირთბა....