თელავის რაიონში მამის დაჭრაში ეჭვმიტალი პირი დააკავეს. ამის შესახებ “მეტრონომს” შსს-დან აცნობეს.
ამ დრომდე უცნობია მოხდება თუ არა ეჭვმიტანილის დაკავება, რადგან დაჭრილს შემავალი ჭრილობა არ აქვს და სწორედ ამის გამო საქმე შესაძლოა ოჯახურ კონფლიქტად გადაკვალიფიცირდეს.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, თელავში, შვილმა მამა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება თელავის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.