ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდამ, ამ დროისთვის დაუდგენელ საგანს დააბიჯა ფეხი, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა.
დაშავებული საავადმყოფოში ფეხის მძიმე ტრავმით არის გადაყვანილი. მომხდარის გამო სამართალდამცველებმა პარკის სექციის იზოლირება მოახდინეს.
მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, რომლის მიზეზი ფოიერვერკთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა.