სამართალი

რატომ ატირდა ერთ-ერთი მსაჯული მაგდა პაპიძის პროცესზე

დღეს, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი განახლდება და ნაფიცმა მსაჯულებმა წესით ვერდიქტი უნდა გამოიტანონ. რამდენად მოქმედებს მაგდა პაპიძე და მისი მონათხრობი ფსიქოლოგიურად ნაფიც მსაჯულებზე… შემთხვევით არჩეული ნაფიცი მსაჯულები შეძლებენ თუ არა ემოციების გარეშე, ცივი გონებით მიიღონ გადაწყვეტილება ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე. ერთი ფაქტია, რომ ერთ-ერთი მსაჯული, მაგდა პაპიძის ჩვენების დროს, როცა ის შვილზე ემოციურად საუბრობდა, ატირდა კიდეც…

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვაზე  მაგდა პაპიძემ ისაუბრა იმ გარემოზე, სადაც ის ქმართან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.

 

ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ომარის ძმაკაცი ვიყავი. მე მას გვერდით კაცური ასპექტითაც გვერდით ვედექი. შეიძლება მეგობრებისთვის არ ელაპარაკა, მაგრამ ჩემთვის ელაპარაკა. რაც შეეხება, სამსახურის საქმეს, ჩვენ 7 წელი ისე ვიყავით ცოლ-ქმარი, რომ ომარიმ 3 ადგილი გამოიცვალა, მაგრამ მე არ ვიცოდი რას შვებოდა სამსახურში ის. აქ გავიგე მისი დაწინაურებაც კი, მოწმის დაკითხვისას. ვიცოდი, რომ ის იყო სნაიპერი პროფესიონალი“- განაცხადა პაპიძემ.

 

ბერძენიშვილთან იყო ადამიანური ურთიერთობა, ორჯერ ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ორი გააზრებული ადამიანის მხრიდან დაიდო დასკვნა, რომ ეს  ყველაფერი უნდა შეწყვეტილიყო.

მე ჩემი მეუღლე მიყვარდა უზომოდ, დღემდე მიყვარს და 6 წელი ჩემი მეუღლისთვის ვიყავი საუკეთესო მეუღლე.  ისეთი წლები გვქონდა გატარებული, როგორიც შეიძლება 40 წლის ადამიანებმა გაიარონ. მე თორნიკეს არავის დავაძახინებდი სხვა კაცისთვის მამას და თორნიკე იყო ჩემი საზომი.

აღსანიშნავია, რომ შვილზე საუბრის შემდეგ ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა ვერ გაუძლო და ცრემლი წამოუვიდა.

მე განქორწინებას ჩემს მეუღლესთან არ ვაპირებდი, თუ იქნებოდა რამე ასეთი დაგეგმილი ბერძენიშვილთან, მაშინ ცივილურად მოხდებოდა ყველაფერი. რას იზამდა ომარი, ადამიანი იყო და ცივილურად დავილაპარაკებდით. ოთარ ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მე მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებდი და იცოდა, რომ ჩემი ეს საქციელი მეც არ მსიამოვნებდა, ამიტომ მე ჩემს ქმართან განქორწინებას არ ვაპირებდი“ – აღნიშნა მაგდა პაპიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძეს ბრალად დასდეს ქმრისა და შვილის მკვლელობა. ის ბრალს არ აღიარებს, სწორედ ამიტომ მისი სურვილით ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

იტვირთბა....