ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრაფიკი: თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

 

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, ნაძალადევის, ვაკის, საბურთალოს, გლდანის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარდის მოედნის, ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის, ხეივნის და მესხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ცხვედაძის, ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, პანკისის, დოლიძის, ბოლქვაძის, ქაფიანიძის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....