ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა დღეს გაიმართება

ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს გაიმართება.

საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის“ შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო გადაიდო.

იტვირთბა....