აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის გეგმებზე და მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მინისტრისთვის გაუგებარია ვარშალომიძის ეჭვები, იმის შესახებ თუ რატომ უნდა დაინტერესდეს მისით საგამოძიებო უწყებები.
”მე არ ვიცი რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვარშალომიძეს. მას ვუსმენდი, რომ არაერთხელ ყოფილა დაკითხვაზე და რადგან დაკითხვებზე იბარებდნენ ისე იგი რაღაც კითხვები მის მიმართ არსებობდა. თვითონ რატომ ეშინია არ ვიცი, ალბათ თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურად, ვარშალომიძიე არც აქ ყოფნის დროს წარმოადგენდა რამეს და არც მომავალში რამე საფრთხე მისგან არ არსებობს.“ – განაცხადა სუბრამა.
შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე, დღეს საქართველოში დაბრუნდა. ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს.