ახალი ამბები მთავარი

აქცია კახეთში – ადგილობრივები საზამთროს გაყიდვის პრობლემებზე საუბრობენ

საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხის რაიონ სოფელ აფენში. ფერმერები საზამთროსა და ნესვზე დაბალ ფასებსა და რეალიზაციის პრობლემას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ 15 თეთრიანი ფასის მიუხედავად, უმეტესობას პროდუქცია უფუჭდება.
მათივე თქმით, თუ ხელისუფლება გასაღების ბაზრის დროულად მოძიებაში არ დაეხმარათ, ბანკიდან აღებული ვალების დაფარვას ვერ შეძლებენ.

ფერმერებს სოფლის რწმუნებული გია გაფრინდაშვილი გამოეხმაურა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ პროდუქცია 15 ქვეყანაში გავა მათ შორის რუსეთში.

“რაც არის ეს ყველაფერი 15 ქვეყანაში გავა. ნაწილმა გაიტანა რუსეთში. ცოტა ხნით დაგვიანდა გატანა იმიტომ, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია სტიქიის გამო.”- აცხადებს გია გაფრინდაშვილი.

იტვირთბა....