ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოსტუნოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე: როგორც საქართველომ მოინდომა დამოუკიდებლობა ასე მოინდომეს მათაც

“როგორც საქართველომ მოინდომა დამოუკიდებლობა ასე მოინდომეს მათაც რატომ ართმევთ ამის უფლებას?! ” – ეს განცხადება თბილისში მყოფმა რუსმა დიპლომატმა ილია კოსტუნოვმა გააკეთა.

კოსტუნოვი საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება და აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და მათთან როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან დაამყაროს ურთიერთობა.

“რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს რომ, ადამიანებს კლავდნენ. ჩვენ შეთანხმებას ვემხრობით საქართველომ აფხაზეთთან და ოსეთთან უნდა მოილაპარაკოს. ისევე როგორც საქართველომ მოინდომა დამოკიდებლობა, მათაც მოინდომეს. რატომ ართმევთ ამის უფლებას?! უნდა მოილპარაკოთ. რაც შეეხება ყირიმს. ჩატარდა რეფერენდუმი სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ უკრაინისგან გამოყოფის და რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღეს. მოსახლეობა ყველანაირი უფლებით სარგებლობს. სამი სახელმწიფო ენაა რუსული უკრაინული და თათრული. ყირიმელები ასეთ რამეს ვერც იოცნებებდნენ უკრაინაში არსებობის დროს.”- განაცხადა ილია კოსტუნოვმა.

იტვირთბა....