ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ელექტრონული ფოსტის სკანდალთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონი გამოკითხეს

ელექტრონული ფოსტის სკანდალთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი გამოკითხა. კლინტონის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითი ხასიათის იყო.

შეგახსენებთ, კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა თავად კატეგორიულად უარყოფს, რომ საიდუმლო ინფორმაციას პირადი ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებული შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და მისი თანაშემწეები ინტერნეტუსაფრთხოებას არასაკმარის ყურადღებას უთმობდნენ.

იტვირთბა....