„ქართულმა ოცნებამ“ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი პარტიისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ წინააღმდეგ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო,- ასე აფასებს დეპუტატი გიგი წერეთელი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
„ის რაც ხდება დღეს, ის სამარცხვინო მარათონი, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ ჩემს წინააღმდეგ, ჩვენი პარტიის და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ ერთს მიუთითებს, რომ ეს არის შიში, რომ მე არ გავხდე პრეზიდენტი და რატომ ეშინიათ ამის ნამდვილად არ ვიცი. გუშინ გაავრცელეს ერთი წერილი სრულიად მიუღებელი ასამბლეისთვის. დღეს ავრცელებენ მეორე წერილს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ევროპული სტანდარტისთვის და სხვათაშორის, არაევროპული სტანდარტისთვისაც არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. ამის თაობაზე დარბაზში იქნება საუბარი, ნუ “ქართულ ოცნებას” რისი შერცხვება, მაგრამ ქვეყნისთვის არის ეს სამარცხვინო ამბავი.” -განაცხადა წერეთელმა.
მისვე თქმით, “სამარცხვინოა, რასაც “ქართული ოცნების” წევრები აკეთებენ და თავს ჭრიან მთელს საქართველოს ვიწრო პარტიული ინტერესების გამო.
“ნაცვლად იმისა, უხაროდეთ, რომ მათი კოლეგა რაღაც უფრო მეტს შეძლებს თავისი ქვეყნისთვის, გამოდიან იმ მორალიდან, რომელიც მათ აქვთ – თუ დგხარ რაიმე პოზიციაზე, აუცილებლად რაიმე უნდა დააშავო. არაფერის დაშავებას არავინ არ აპირებს. რომც არ ვიყო პრეზიდნტი, ვიქნები ვიცე-პრეზიდნტი კიდევ ორი წელი. რაც იქნება, თვითონ ნახავენ და დააბრალონ თავის თავს”.-აცხადებს გიგი წერეთელი.
შეგახსენებთ, 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იმართება და ამ სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი.