ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყში მომხდარ ტერორისტულ აქტს 79 ადამიანი ემსხვერპლა

“ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმას ერაყის დედაქალაქში 79 ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.

პირველი აფეთქება ბაღდადის ცენტრში, სავაჭრო ქუჩაზე მდებარე რესტორნის მახლობლად მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა. მეორე თავდასხმა კი დედაქალაქის შიიტურ რაიონში მოხდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ისლამისტებმა თავდასხმა სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას გათავისუფლების საპასუხოდ მოაწყვეს.

იტვირთბა....