ვარშავის სამიტის წინ NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს. განცხადება იენს სტოლტენბერგმა გერმანული გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
“ჩვენ აღმოვჩნდით გაუთვალისწინებელი საფრთეებისა და რთული პრობლემების წინაშე. მათ შორის რუსეთთანაც, რომელიც მზადაა, საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენოს.”- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ვარშავის სამიტს ალიანსის საზღვერბის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ NATO-ს რუსეთთან კონფრონტაცია და ახალი ცივი ომი არ სურს.