ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ განცხადებას აკეთებს. კელის თქმით, ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი აჰმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო.
„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება“.- განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო.