ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს აღიარებს.

31 წლის მიხეილ ცხაკაია გუშინ  კანდელაკის ქუჩაზე მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობას ადგილობრივების თქმით ცხაკაიას დედაც შეესწრო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექმინებმა ვეღარ შეძლეს.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. თუმცა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მიხეილ ცხაკაიას მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ცნობით ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა ესროლა.

სამართალდამაცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....