ახალი ამბები მთავარი

დაბალი პროცენტია, რომელიც დარეგისტრირებულია და გამოცდაზე არ მოდის

განათლებისა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, აბიტურიენტთა  ძალიან მცირე ნაწილი არ გამოცხადდა გამოცდაზე.

„საკმაოდ დაბალი პროცენტია, რომელიც დარეგისტრირებულია და არ მოდის გამოცდაზე. როგორც ჩანს, გეგმები შეეცვალა ამ ხალხს, ან შიშმა თავისი ქნა. სამწუხაროდ, არის დაგვიანებები, ოღონდ ძალიან მცირე. 38 000 ათას აბიტურიენტში 5-6 ადამიანი იყო ბოლო მონაცემებით დაგვიანებული. მთლიანობაში, წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი. კომპიუტერების გამოყენებამ ახალი პრობლემა გააჩნია, რომ დენი ქრება ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა ის დრო, რაც იყო შეფერხება, აბიტურიენტებს ემატება“. – განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97%-ზე მეტი გამოცხადდა.

იტვირთბა....