ტერორისტები ლონდონის ჰიტროუსა და ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტებს თავდასხმით ემუქრებიან.
ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, მუქარის შემცველი განცხადებები ტერორისტებმა ინტერნეტით გაავრცელეს და თავდასხმებით დაემუქრნენ სამგზავრო თვითმფრინავებს, რომლებიც რეისებს ჰიტროუს აეროპორტიდან შეერთებული შტატების მიმართულებით ასრულებენ, კერძოდ კი, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა არსებული საფრთხის ფონზე კონტრ-ტერორისტული ზომების გატარება დაიწყეს.
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში უსაფრთოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული.