ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ორი ლიდერი მოკლეს

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება  „ისლამური სახელმწიფოს“  ორი ლიდერია ლიკვიდირებული. პენტაგონის ინფორმაციით, დაჯგუფების გავლენიანი წევრები მოსულში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპნენ.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრის მოადგილე, ბასიმ აზ-ბაჯარია, მეორე კი საველე მეთაური ჰატიმ თალიბ აზ-ხამდუნი.

პენტაგონში აცხადებენ, რომ იერიში მოსულში კოალიციამ 25 ივნისს განახორციელა.

 

იტვირთბა....