„ისლამური სახელწიფოს” დამარცხება და ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანება გახდა მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე.
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა სოჭში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ვლადიმერ პუტინი და რეჟეპ ტაიპ ერდოღანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ტერორიზმის დამარცხების მიზნით ორმხრივ სამუშაო ჯგუფს აყალიბებენ, რომელშიც დიპლომატებთან ერთად სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც შევლენ.