ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლის ტერაქტის შემსრულებლებს შორის რუსეთის ორი მოქალაქე იყო

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია. Reuters-ის ინფორმაციით, ტერაქტის შემსრულებლებს შორის რუსეთის ორი  მოქალაქე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი რაკიმ ბულგაროვი იყო, მეორე თავდამსხმელი ვადიმ ოსმანოვი, ხოლო მესამე ტერორისტის ვინაობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის.

ინფორმაცია, რომ ორ ტერორისტს რუსული პარპორტი ჰქონდა, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც დაადასტურა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ აერორპოტზე თავდასხმამდე ტერორისტებმა ნოუთბუკი გადააგდეს, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

გამოძიება დამატებითი დეტალების გარკვევას დაკავებულებისგან ცდილობს.

ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ  ანტიტერორისტული ოპრაციის შედეგად  სამართალდამცავებს უკვე 41 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.

შეგახსენებთ, სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 44 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....