ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გრიგორ კამკამიძე დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ გრიგორ კამკამიძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი”.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტვირთბა....