ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე ძალაში ტოვებს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებმა გასულ კვირას მიიღებს, თუმცა, იტალიამ მოითხოვა, რომ 28-29 ივნისს ამ თემაზე კიდევ ერთხელ ემსჯელათ.
საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
სანქციები უმთავრესად ენერგეტიკისა და საბანკო სფეროებს მოიცავს. ევროგაერთიანება ზოგიერთ რუს პოლიტიკოსსაც უწესებს სანქციებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან სანქციების ამოქმედება 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გადაწყვიტა.