აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელებმა ФСБ-ის საპატრულო ხომალდი Ізумруд გაანადგურეს

უკრაინელებმა ФСБ-ის საპატრულო ხომალდი Ізумруд გაანადგურეს – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო საპატრულო ხომალდი საზღვაო უპილოტო სისტემის Sargan-3000-ის გამოყენებით ნოვოროსიისკთან გაანადგურეს.

უკრაინული მხარის ცნობით, ხომალდზე არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაუდასტურებიათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინული სამხედრო ხომალდების დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.

იტვირთბა....