ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები წილამიერი და თაბორი დაზარალდა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა ხეხილი, ვენახი და ნათესები.
სოფლის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და მედიის ყურადღებას ითხოვენ.
ადგილობრვების ინფორმაციით, მათ დახმარებისათვის მიმართეს ცაგერის გამგეობას.