ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შახტაში ლიფტის კარის გაღებისას ჩავარდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ლიფტი სხვა სართულზე იყო.
შემთხვევა თაბუკაშვილის 181 ნომერში მოხდა.
ამავდროულად, გარდაცვლილის შახტიდან ამოყვანის დროს ერთ-ერთი მაშველი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებები.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.