ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლის ტერაქტის დროს დაჭრილი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

 

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში აფეთქების დროს დაჭრილი 3 წლის პალესტინელი ბავშვი გარდაიცვალა.

თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების ჩართულობით დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

“ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩვენ ყველა ერთად უარვყოფთ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ტერორისტებს. ველით, რომ ყველა ქვეყანას ანალოგიური პოზიცია ექნება. ღმერთმა დაიფაროს ჩემი ერი მსგავსი უბედურების კიდევ ერთხელ განცდისგან.“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 29 ივნისს სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტი განხორციელდა.

იტვირთბა....