სამართალი

“ჩემს შვილს ხელოვნური სუნთქვის მასაჟს ვუტარებდი”: რატომ აიძულებდნენ მაგდა პაპიძეს ხელი ოთარ ბერძენიშვილისთვის დაედო

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“სამხილებელი თქვენ ხართ პირველ რიგში ჩემი მხრიდან. ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს. რატომ არ გამაცნეს ჩემი უფლებები, რომ დუმილის უფლება მქონდა. თქვენ როცა გინდათ ჭკვიანს მეძახით, როცა გინდათ შეურაცხადს. მესამე დღეს გამაცნეს უფლებები. გამომძიებელ თამარ ზედგენიძეს ვთხოვდი ადვოკატს, მაგრამ მეუბნებოდა ამის უფლება არ გაქვსო. ზედგენიძე ჩემს შვილს ხორცმეტს ეძახდა. ხელებზე დაზიანება იმიტომ მქონდა, რომ ჩემს შვილს ხელოვნური სუნთქვის მასაჟს ვუტარებდი. კატეგორიულად უარყოფთ თქვენ ჩემს წამებას მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შემოსულხართ ოთახში. სასწრაფო არ გამოიძახეს როდესაც ცუდად ვიყავი. პოლიციელი შემოვიდა და იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩემთან ოთახში იყვნენ უთხრა – დაადოს ხელი ბერძენიშვილს თორემ სიკვდილს ჩავახედებ თვალებშიო”’, – მიმართა გამომძიებელს მაგდა პაპიძემ.

გამომძიებელმა ნუგზარ ნათელაშვილმა პაპიძის ყველა ბრალდება უარყო.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს შვილისა და ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვა. დღეს მთელი დღის განმავლობაში საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი მოწმის სახით იკითხებოდა.

იტვირთბა....