ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისში დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი დღეს “ექსპო ჯორჯიაში” იხსნება და 5 დღეს გაგრძელდება.

სესიაში მონაწილეობას ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი მიიღებს. მათ შორის არიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ისინი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. სტუმრებს შორის არიან რუსეთის დელეგაციის წევრებიც.

სესიაზე დაგეგმილია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებების გაცნობა და შესაბამისი რეზოლუციების მიღება.

იტვირთბა....