ნანუკა ჟორჟოლიანი ორგანიზატორებს, რომლებმაც მისი თქმით, სტანისლავ ბონდარენკო საქველმოქმედო მიზნით ჩამოიყვანეს, კვლავ უპირისპირდება. გავლენიანი ტელესახე მათ სავარაუდო თაღლითობაში ამხელს.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის საპასუხოდ ორგანიზატორების საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთმა სამიზნემ, ლუკა ჩხარტიშვილის დედამ დაწერა:
”ქ-ნო ნანუკა, მე, თქვენ რომ დახმარება აღუთქვით, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, იმ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ვარ! რამდენჯერ მოგმართეთ, გთხოვეთ, იქნებ თქვენს გადაცემაში გამონახოთ დრო და ჩემი ურთულესი დაავადებების მქონე შვილს დაეხმაროთ-თქო. ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ისე გავიდა თვეები, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ. რაღაცებს მპირდებოდით, მაგრამ თქვენი დაპირება დაპირებად დარჩა!
დღეს თქვენ ამბობთ, სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვის ჩამოიყვანესო? მე გიპასუხებთ: სწორედ ამ გოგოებს, ნათიას და ელენეს დაებადათ იდეა სტანისლავი საქართველოში ჩამოსულიყო ჯერ მიხოს დასახმარებლად და შემდეგ ამას უკვე ბევრი საქველმოქმედო საქმე მოყვა. ეს ის სტანისლავ ბონდარენკოა, რომელიც სამ არაჩვეულებრივ გოგოსთან ერთად ბათუმში დათო ოქიტაშვილის დახმარებით და ბათუმის “ქალთა კლუბის” ინიციატივით, ჩემი შვილისთვის ორგანიზებულ საღამოზე ჩამოვიდა და არც ერთი თეთრი, მათ შორის გზის და ჩამოსვლის ელემენტარული ხარჯებიც კი არ გადაგვიხდია ჩვენ მათთვის.
იქნებ მანამ, სანამ ამ სასტუსს დაწერდით, კარგად გაგერკვიათ ორგანიზატორებთან და მიხო სხვიტარიძის ოჯახთან, რატომ ყოვნდებოდა თანხის ჩარიცხვა, რამე საერთო შეთანხმება ხომ არ ჰქონიათ მათ ერთმანეთთან და მერე გამოგეტანათ ხმამაღალ სტატუსად თქვენთვის ვითომ მტკივნეული თემა! ახლა ისეთ სტატუსს აქვეყნებთ ისევ, თითქოს თქვენი დამსახურებაა და თქვენ უნდა გიმადლოდეთ ვინმე, მიხოს ოჯახს თანხა თუ ჩაურიცხეს. ამას, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სხვა თუ არაფერი, პოპულისტობა ქვია!
და კიდევ, ამ პასუხს ის მადლიერი დედა გწერთ, რომელიც ამჯერად თქვენგან დარჩა მოტყუებული! თეკლა ჟვანია“
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე ლაშა ჩხარტიშვილის დედას პასუხობს:
”ეს დათო ოქიტაშვილის ხელწერას უფრო ჰგავს, მაგრამ ვეძებ ამ ქალს და იქნებ მაპოვნინოთ. როდის და რას დავპირდი მინდა მანახოს! ნინო სურგულაძე და ეკა ხოფერია, იქნებ, მაპოვნინოთ.
პ.ს. ბოდარენკო რისთვისაც ჩამოიყვანეს, ის ფული კიდევ არ ჩარიცხულა და რა კამპანიებიც არ უნდა წამოიწყოთ ბოლომდე ჩავყვები ამ ამბავს! არაფერი გიშველით”!
ნანუკას ამ სტატუს ჟურნალისტი ეკა ხოფერია გამოეხმაურა:
ეკა ხოფერია: ნანუკა, ამ ბავშვს სტასი მართლა დაეხმარა, იმ დღეს ფინალზეც იყო ლუკა დედასთან ერთად. მე ნუ გამრევ ამ გარკვევებში, გეხვეწები.
ნანუკა ჟორჟოლიანი: არა, ამ ბავშვზე არაა საუბარი. სხვა ბავშვს ორგანიზატორებმა არ ჩაურიცხეს ფული. სტასი არაფერ შუაშია. უბრალოდ იყენებენ ამ ისტორიას და დამაკავშირე დედასთან.
მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ველაპარაკე ლუკას დედას, რომელმაც მიმართვა გაავრცელა, თითქოს მე დავპირდი და არ დავეხმარე მის შვილს.
მან მითხრა რომ ეს დაწერა ერთი მიზეზის გამო. მას “ვიღაცეებმა” უთხრეს, რომ თითქოს მე დავწერე პოსტი, რომ თანხა რომელიც უნდა გადარიცხულიყო მიხოსთვის, (შეგახსენებთ, სწორედ ამ ბავშვის დასახმარებლად ჩამოვიდა უკრაინელი მსახიობი ბონდარენკო და ორგანიზატორებმა, ხაზს ვუსვამ, ორგანიზატორებმა ფული ბავშვს ამ დრომდე არ ჩაურიცხეს) მის შვილზე დაიხარჯა. მაქვს აუდიო ჩანაწერი დედასთან საუბრის. ან ეს ტყუილი როგორ გაბედეთ, ან რას ხლართავთ რომ თავი გადაირჩინოთ! ასე რად გიღირთ ეგ 19.000 ლარი რომ ამდენ სისულელეს აკეთებთ?! მოკლედ, ბოლომდე ჩაგყვებით! გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე! რაც არ უნდა ხლართოთ არ გიშველით!“-წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორებს, ნათია ქარდავას და ელენე თარგამაძეს უპირისპირდება. ტელეწამყვანის ინფორმაციით, ორგანიზატორებმა სტანისლავ ბონდარენკოს სახელით გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან მიღებული თანხა, დაახლოებით 19 000 ლარი, რომელიც ბავშვის ოპერაციისთვის შეგროვდა, სავარაუდოდ გაფლანგეს.