საზოგადოება

“რატომღაც შეწყვიტეს პატრიარქის აუგად მოხსენიება”: რობერტ სტურუა ხმაურიან პოსტს აქვეყნებს

რატომღაც შეწყვიტეს პატრიარქის აუგად მოხსენიება. ეტყობა, სააკსატანამ უკრაინიდან შეახსენა – არჩევნებამდე გაყუჩდითო, – რეჟისორი რობერტ სტურუა იმ პირების დროებით სიჩუმეს ეხმიანება, რომლებიც რელიგიასა და პატრიარქს გამუდმებით ლანძღავენ.

“საოცრებაა, წრიპინა, ცხვირმოჭრილმა ქალწულებმა, კარის ამაყმა პოეტებმა და ნიჭიერმა ტახტის ვოლტერებმა და იმანუილებმა კანტებმა და ა.შ. რატომღაც შეწყვიტეს რელიგიის და პატრიარქის აუგად მოხსენიება. ეტყობა, სააკსატანამ უკრაინიდან შეახსენა – არჩევნებამდე გაყუჩდითო, ქართველ კრეტინებს ჯერ კიდევ სწამთ ღმერთის და ხმას არ მოგვცემენო! მერე კი დედა უტირეთ ამ ველურებსო!” – წერს სტურუა.

იტვირთბა....