ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქსიმალურად დაიცავით წესები: მაია მიმინოშვილი ხვალისთვის ეროვნული გამოცდების დაწყებას აანონსებს

ხვალ 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცდის იმიტაცია მოაწყო.

მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს საგამოცდო უწყისის ამობეჭდვის ტესტის ელექტრონული ვერსიიის მიწოდებისა და სექტორის კოდის შეყვანის პროცედურები უჩვენა. ჟურნალისტებმა სასერვეროები და საგამოცდო სექტორები დათვალიერეს. როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ხვალინდელი გამოცდა ხარვეზების გარეშე ჩატარდება. დღეს კი, 21-ივე საგამოცდო ცენტრში, იმ პერსონალისთვის, რომლებიც ხვალ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, გენერალური რეპეტიცია ჩატარდა.

მაია მიმინოშვილმა კიდევ ერთხელ ისუბრა გამოცდების ნაწილობრივ ელქტრონული ფორმატით ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ ეს გამოცდების სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის დასაწყისია.

მიმინოშვილის თქმით, წელს ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას მხოლოდ 1 აპლიკანტი ჩააბარებს, ხოლო აფხაზურ ენაზე არც ერთი აპლიკანტი. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი აბიტურიენტი ჩააბრებს ქართული ენისა და ლიტერატური გამოცდას აფხაზურ ენაზე.

მიმინოშვილმა მოუწოდა აბიტურიენტებს დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია საგამოცდო ცენტრებში.

„წინა წლის მაგლითიდან გამომდინარე, ჩვენ წესებს დავამატეთ, რომ აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გაიმოცხადდნენ ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.

ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, რათა ეს მათთვისვეა კარგი, იმისთვის, რომ მათთვის მისაღებ პირობებში ჩატარდეს გამოცდები. ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია აბიტურიენტის საგამოცდო პროცესიდან მოხსნა.

წელს ზაფხულის გამოცდებს 38 500–ზე მეტიაბიტურიენტი, 4–ათასამდე სტუდენტი, 12 500–ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და 22 700–ზე მეტი პედაგოგი ჩააბარებს.

წყარო: edu.aris.ge

იტვირთბა....