თურქმა სამართალდამცავებმა ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიცია რეიდებს სტამბოლის სხხვადასხვა ადგილას ამ დრომდე ახორციელებს.
თურქული მედია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ სტამბულის ტერაქტებთან კავშირში ჩეჩნური კვალი იკვეთება.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსვერპლა.