ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მმართველი გუნდის შიდა კვლევები: “ქართული ოცნება” 35 %,”ნაციონალური მოძრაობა”13%

მმართველი კოალიცია საკუთარ შიდა კვლევებს აქვეყნებს. “ქართული ოცნების” შიდა კვლევებით პარტიის რეიტინგი 35 %-ია, ნაციონალური მოძრაობის კი 13%-მდე. ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტია პერიოდულად ატარებს შიდა კვლევას, რომელიც განსხვავდება იმ ციფრებისგან, რომლიც ბოლო დღეებში სახელდება. ზურაბ ბიგვავას ჟურნალისტებთან დეტალებზე აღარ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ კვლევის დროს 1500 ადამიანი გამოიკითხა.

უმრავლესობის შეფასებით, ქართული ოცნების შიდა კვლევის მონაცემები საგრძნობლად განსხვავდება “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებისგან. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ქართული ოცნება მყარად ინარჩუნებს პოზიციებს და ის კვლავ უმრავლესობით შევა პარლამენტში.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, ამ ეტაპზე არც კონკრეტული კანდიდატები სახელდებიან და არც თარიღი, როდის გასაჯაროვდება სია.

„რუსთავი 2″-ის კვლევები, სადღაც ოდესაში იწერება და იქიდან იღებს შეკვეთას თქვენი კომპანია და ამას არ დაემთხვევა. ჩვენი კვლევები არის რეალისტური, ძალიან ობიექტური, მეცნიერულად გამართული, დასაბუთებული და სჭირდება პარტიას იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, თუნდაც კანდიდატებთან დაკავშირებით.”- განაცხადა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ.

იტვირთბა....