ილო ბეროშვილის ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ „სარკეში“ დაიბეჭდა, ტელეწამყვანი საუბრობს კომფორტზე, რომელიც შოუდან შალვა რამიშვულის წასვლამ გამოიწვია.
მისი თქმით, შოუში ახლა უფრო კომფორტულია მუშობა ვიდრე ადრე. ილო შალვა რამიშვილის ხელმძღვანელობის სტილს აფასებს და ამბობს, რომ მასზე კარგი უფროსიც ჰყოლია და მასზე ცუდიც:
„შალვასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, როცა შალვას და თათიას ინციდენტი მოხდა, ორივეს დავურეკე და ჩემი დასკვნა გავაკეთე. თუმცა ამის გასაჯაროების დრო ჯერ არ არის. ბიძია მილიციონერებმა მასწავლეს, რომ ბევრი არ უნდა ვილაპარაკო. რაც შეეხება შოუს, ის ჩემთვის ახლა უფრო კარგია ვიდრე იყო”, – ამბობს ილო ბეროშვილი.
ილო ბეროშვილის ამ ინტერვიუს შალვა რამიშვილის მეუღლე- ხატია ეკიზაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ჰმ.. შეიძლება ვინანო, მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია!
ეს მართლა ბონძღი! შალვა რომ არა, ვნახავდი რომელიმე წუმპეში. ნეტა ამას რომ წაიკითხავს ის ხალხი ვინც თვითმხილველია და ზუსტად იციან ეს რა მდოგომარეობაში იყო, რა სიტუაციებში დადგომია შალვა გვერდში ( ნარკოლოგიურში მიყვანიდან დაწყებული GDS-დან გამოგდებულის დაბრუნებით დამთავრებული…) არ გაუტყდებათ? ან ნეტა მამამისმა თუ წაიკითხა ეს კომენტარი? მამამისმა, ქე რო მადლობებს უხდიდა შალვას, შვილი გადამირჩიენო… მაპატიეთ უნდა წავიდე… გული მერევა“ – წერს ეკიზაშვილი.