თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, სანაცვლოდ კი 4 000 დოლარი მოითხოვა.
ბრალდებული თანხის აღების ფაქტზე დააკავეს.