ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ დაიხურა მაგდა პაპიძის დაკითხვის სხდომა: რა მოითხოვა ბრალდების მხარემ პროცესზე

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დაკითხვის ნაწილში სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მისი დაკითხვისას აუცილებლად გაჟღერდებოდა დახურილი სხდომიდან მტკიცებულებები. ბრალდებულმა მოითხოვა, რომ ამ შემთხვევაში დაიხუროს საჯარო სხდომა, რადგან მას სურს, რომ ნაფიცი მსაჯულების წინაშე ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დარეჯან მინდიკაური სხდომაზე დარჩენილიყო,  რადგან დაზარალებულს, რომელსაც მოუკლეს შვილი და შვილიშვილი,  ამ საქმის მიმართ ინტერესი აქვს.

სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, ხოლო დაზარალებულის უფლებამომაცვლე სხდომაზე დარჩა.

სასამართლომ დაზარალებულად ცნობილ პირს  უფლება მისცა დაესწროს დახურულ სხდომას, თუმცა მოსამართლემ მას განუმარტა, რომ არ უნდა გაამჟღავნოს დახურულ სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია.

 

იტვირთბა....