ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით გახსნა

 

ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით გახსნა:
„საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანაშრომლობისთვის. ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რათა ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი ამ უბედური შემთხვევის გამო. ტერორისტული აქტი მართლაც საშინელებაა. ყველანი შეძრწუნებულები ვართ“, – განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

 

იტვირთბა....