ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ორი ბორბალი: 18 წლის ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

“ორი ბორბალი” არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა ბიჭის გარშემო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ეტლში ზის, არის სიცოცხლით სავსე, მხიარული, ვაჟკაცური, სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც ჰყავს მეგობრები, შეყვარებული, აქვს მიზნები და ოცნებები, რის განხორციელებასაც ცდილობს.

22 ივნისს ინტერნეტ სივრცეში ამ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა.
1 კვირის განმავლობაში ფილმის ნახვებმა 300 000-ს მიაღწია.
ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები საზოგადოებაში. საზოგადოებას კი დაანახოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის უფლება და შესაძლებლობა.
ფილმის პროექტმა გაიმარჯვა Ertad.ge-ს 2015 წლის დეკემბრის თვის კონკურსში და დაფინანსდა 2500 ლარით. მთავარ როლებს ასრულებენ ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული ეკუნა ყანჩაველი და კოსტა სანიკიძე. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა, რადგან ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი, ხმის რეჟისორი, მონტაჟის და სცენარის ავტორია ახალგაზრდა 18 წლის რეჟისორი ირაკლი დონაძე.
ირაკლი დონაძის მიერ დაარსებული სტუდია TIMENS GROUP-ის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ვირუსული ვიდეოები პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში. ირაკლი თავისი შემოქმედებით 2012 წლიდან გამოჩნდა სხვადასხვა ფესტივალებზე, სადაც მოპოვებული აქვს არაერთი დიპლომი და მთავარი პრიზი.

იტვირთბა....